Previous Story
სწავლის დაწყების პარაკლისი
Posted On 14 Sep 2020
Comment: Off
14 სექტემბერს, ორშაბათს, ქუთაისის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში გელათის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში სწავლის დაწყებასთან დაკავშირებით პარაკლისი აღასრულა ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა იოანე გამრეკელმა.
პარაკლის ესწრებოდნენ გელათის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის ლექტორ-მასწავლებლები და სტუდენტები. მეუფე იოანემ მიულოცა მათ ახალი სასწავლო წლის დაწყება, ისაუბრა სწავლა-განათლების აუცილობლობაზე, პანდემიის პირობებში დისტანციური სწავლების საკითხებზე.