Previous Story
სასწავლო პროცესი დისტანციურად განახლდა
Posted On 23 Sep 2020
Comment: Off
სამშაბათს, 22 სექტემბერს, გელათის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში სწავლა დაიწყო დისტანციურ რეჟიმში. ლექტორ-მასწავლებლებმა წინასწარ გაიარეს ტრენინგი, რომელიც ეხებოდა ზუმის პროგრამის გამოყენებას ონლაინ სწავლების დროს. პედაგოგებს ლექციების ჩატარება შეუძლიათ როგორც სახლიდან, ასევე აკადემიიდან.
გელათის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში მოწყობილია ოთახები შესაბამისი აპარატურით, რაც ლექტორებს შესაძლებლობას აძლევთ უპრობლემოდ წარმართონ ლექციები.