Previous Story
დოგმატიკისა და პატრისტიკის კათედრის სასწავლო – შემეცნებითი კონფერენცია
Posted On 20 Apr 2021
Comment: Off
20 აპრილს გელათის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის სააქტო დარბაზში დოგმატიკისა და პატრისტიკის კათედრის ხელმძღვანელობით ჩატარდა სტუდენტთა სასწავლო – შემეცნებითი კონფერენცია.
მოხსენებები წარმოადგინეს გელათის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის სტუდენტებმა:
- ირაკლი კანდელაკი, მაგისტრატურის II კურსი – ტერმინ „ჰიპოსტასის” საღმრთისმეტყველო ანალიზი; ხელმძღ. ნიკოლოზ გვილავა
- გიორგი გველესიანი, მაგისტრატურის II კურსი – ღირსი მაქსიმე აღმსარებლის კომენტარები წმინდა გრიგოლ ღმრთისმეტყველის საშობაო ქადაგებაზე; ხელმძღ. დავით იობიძე
- ბერ-დიაკონი შიო (შველიძე), ბაკალავრიატის III კურსი – ეფრემ ასურის ლოცვის ადგილი ღმრთისმსახურებაში და მოკლე საღმრთისმეტყველო ანალიზი; ხელმძღ. კახაბერ კილაძე
- რობერტ თოდუა, ბაკალავრიატის III კურსი – „დიდი შაბათის საიდუმლო” – გამოსყიდვის შესახებ სწავლება ვნების შვიდეულის შაბათის საცისკრო ჰიმნების მიხედვით. ხელმძღ. დავით ხანთაძე