ხელი მივსცეთ დაცვად სჯულთა საღმრთოთა შეუგინებელად

Posted On 14 Nov 2022
By :
Comment: Off

„წმინდანო მამანო, თქუენ ღმრთისა მიერ გამოჩინებულ ხართ მოძღურად ჩუენდა და მმართებლად წმიდისა ეკლესიასა და თანა გაც სიტყვის მიცემა სულთათვის ჩუენთა. გამოიძიეთ ყოველი კეთილად და დაამტკიცეთ მართალი, ხოლო განხადეთ გულარძნილი. იწყეთ ჩემ ზედა, რამეთუ შარავანდი ესე მეფობისა არს და არა ღმრთის მბრძოლობისა. ნუ თუალ-ახუამთ მთავართა სიმდიდრისათვის, ნუცა გლახაკთა უდებ ჰყოფთ სიმცირისათვის. თქუენ სიტყვითა, ხოლო მე  საქმით; თქუენ სწავლით, ხოლო მე განსწავლით; თქუენ წურთით, ხოლო მე განწურთით, ზოგად ხელი მივსცეთ დაცვად სჯულთა საღმრთოთა შეუგინებელად, რათა არა ზოგად ვიზღვნეთ: თქუენ ვითარცა მღუდელნი, ხოლო მე ვითარცა მეფე; თქუენ ვითარცა მნენი, ხოლო მე ვითარცა  ებგური“

(წმინდა კეთილმსახური მეფე თამარი, 1184 წ. საეკლესიო კრება)

 

 

2022 წლის 14 ნოემბერს,  14 საათზე, გელათის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის საკონფერენციო დარბაზში  გაიმართა  ლევან ტყეშელაშვილის წიგნის: „წმინდა კეთილმსახური მეფე თამარი“ პრეზენტაცია.

 

 

მისასალმებელი სიტყვა წარმოთქვა ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა იოანემ (გამრეკელი) და გელათის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორმა, დეკანოზმა ირაკლი ახალაძემ.

მომხსენებლები:

 

  1. ავტორი – გელათის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის ისტორიისა და ხელოვნებათმცოდნეობის კათედრი გამგე, ისტორიის დოქტორი, პროფესორი ლევან ტყეშელაშვილი – წიგნის მიმოხილვა
  2. რედაქტორი – ქუთაისის ცენტრალური არქივის დირექტორი, ისტორიის დოქტორი, გელათის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი მერაბ კეზევაძე – საპრეზენტაციო წიგნის მნიშვნელობა
  3. გელათის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის პრორექტორი, მღვდელი მიქაელ კვანტალიანი თამარ მეფე – ღვთისმოშიში და მლოცველი მონარქი
  4. ისტორიის დოქტორი, გელათის სასულიერო აკადემიის პროფესორი ირაკლი ლორთქიფანიძე – წმინდა მეფე თამარის წმინდანად შერაცხვის საკითხი

 

მოხსნებების წაკითხვის შემდეგ აზრი გამოთქვა ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორმა, ფილოლოგიის დოქტორმა გრიგოლ ქობალიანმა, აკაკი წერეთლის უნივერსიტეტის პროფესორმა,  გელათის აკადემიის აკადემიკოსმა ავთანდილ ნიკოლეიშვილმა, აკაკი წერეთლის უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა,  ფილოლოგიის დოქტორმა პაატა ჯაფარიძემ, გელათის სასულიერო სემინარიის დეკანმა, ისტორიის დოქტორმა, პროფესორმა მალხაზ მურუსიძემ, ტექსტის რედატორმა ქეთევან-ბაია ბოჭორიშვილმა.