ქუთათელი მიტროპოლიტი ანტონი (გიორგაძე) ცხოვრება და მოღვაწეობა – წიგნის პრეზენტაცია-განხილვა
2023 წლის 19 მაისს, გელათის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში, წმიდა მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა ისტორიის დოქტორის, პროფესორ ირაკლი ლორთქიფანიძის წიგნის – „XIX-XX საუკუნის საქართველოს ეკლესიის ისტორიიდან – ქუთათელი მიტროპოლიტი ანტონი (გიორგაძე) ცხოვრება და მოღვაწეობა“ პრეზენტაცია-განხილვა.
პრეზენტაცია სიტყვით გახსნა გელათის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორმა, დეკანოზმა ირაკლი ახალაძემ, რომელმაც ავტორს ნაშრომის გამოცემა მიულოცა.
საპრეზენტაციო წიგნის შექმნის მიზანსა და მნიშვნელობაზე ისაუბრა ავტორმა, პროფესორმა ირაკლი ლორთქიფანიძემ.
გამოყენებულ წყაროთმცოდნეობით ბაზასა და სამეცნიერო ღირებულების შესახებ ისაუბრა წიგნის რედაქტორმა, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორმა, თეოლოგიის დოქტორმა, პროფესორმა სერგო ვარდოსანიძემ.
გელათის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის პრორექტორმა, მღვდელმა მიქაელ კვანტალიანმა მიმოიხილა ქუთათელ მიტროპოლიტ ანტონის (გიორგაძე) ჰომილეტიკური მემკვიდრეობა.
ისტორიის დოქტორმა, პროფესორმა ლევან ტყეშელაშვილმა ისაუბრა მიტროპოლიტ ანტონის (გიორგაძე) განსაკუთრებულ ღვაწლსა და დამსახურებაზე საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის საქმეში.
სიტყვით გამოვიდნენ და ავტორს წიგნის გამოცემა მიულოცეს: საქართველოს საპატრიარქოს განათლების ცენტრის თავმჯდომარემ, გელათის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა, ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა იოანემ (გამრეკელი); აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა შალვა კირთაძემ; აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორია-არქეოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა სულხან კუპრაშვილმა; გელათის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსმა, ქუთაისის ცენტრალური არქივის დირექტორმა, ისტორიის დოქტორმა მერაბ კეზევაძემ; გელათის სასულიერო სემინარიის დეკანმა, ისტორიის დოქტორმა, პროფესორმა მალხაზ მურუსიძემ; აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორმა, ისტორიის დოქტორმა ლაშა დეისაძე-შარვაშიძემ; საქართველოს ეკლესიის ისტორიის მკვლევარმა, ექიმმა პაატა ქურდოვანიძემ; წიგნის კორექტორმა, ფილოლოგმა ქეთევან-ბაია ბოჭორიშვილმა.
პრეზენტაციისა და განხილვის დასასრულს, წიგნის ავტორმა ირაკლი ლორთქიფანიძემ ისაუბრა სამომავლო სამეცნიერო კვლევით გეგმებზე და მადლობა გადაუხადა დამსწრე საზოგადოებას.