სამაგისტრო ნაშრომების დაცვა

26 ივნისს გელათის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში გაიმართა მაგისტრანტთა სამაგისტრო ნაშრომების დაცვა, რომელსაც ესწრებოდა გელათის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, საქართველოს საპატრიარქოს განათლების ცენტრის თავმჯდომარე, ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი იოანე (გამრეკელი).
მაგისტრანტებმა წარმოადგინეს შემდეგი თემები:
„ღირსი იოანე სინელის აკოლოთია და მისი ტიპიკონური მიმოხილვა“ – მღვდელი შალვა ჯვებენავა
ხელმღვანელი: მღვდელი მიქაელ კვანტალიანი
ოპონენტი: გივი ლომიძე

„სასულიერო პირთა – მამა-შვილ ვასილ და ნიკოლოზ ხეცურიანების ცხოვრება და მოღვაწეობა“ – მღვდელი არსენი (გურამ) ხეცურიანი
ხელმღვანელი: ი.ა.დ. ლევან ტყეშელაშვილი
ოპონენტი: ი.ა.დ. ირაკლი ლორთქიფანიძე

„მოციქულთა კრება იერუსალიმში (ისტორიულ-ეგზეგეტიკური ანალიზი)“ – ზურაბ შარაშენიძე
ხელმღვანელი: ნიკოლოზ გვილავა
ოპონენტი: ი.ა.დ. ლევან ტყეშელაშვილი

დაცვამ საინტერესოდ ჩაიარა, ნაშრომებმა მაღალი შეფასება დაიმსახურა. კომისიამ გასცა რეკომენდაცია მაგისტრანტებისთვის თეოლოგიის მაგისტრის აკადემიური ხარისხის მინიჭების თაობაზე.







