წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის დაბადებიდან 200 და გარდაცვალებიდან 130-ე წლისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია

Posted On 05 Feb 2026
By :
Comment: Off

ქუთათელ-გაენათელ მიტროპოლიტ იოანეს (გამრეკელი) ლოცვა-კურთხევით გელათის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის წმიდა მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში 2026 წლის 4 თაბერვალს ჩატარდა იმერეთის ეპისკოპოსის, წმიდა გაბრიელის (ქიქოძე) დაბადებიდან 200 და გარდაცვალებიდან 130-ე წლისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია

დამსწრე საზოგადოებას მიესალმნენ:

ქუთათელ გაენათელი მიტროპოლიტი იოანე (გამრეკელი)

გელათის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორი, დეკანოზი ირაკლი ახალაძე.

აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი შალვა კირთაძე.

 

მოისმინეს მოხსენებები:

1.მერაბ კეზევაძე – ისტორიის დოქტორი, გელათის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი – საეკლესიო მშენებლობა იმერეთის ეპარქიაში გაბრიელ ეპისკოპოსის მმართველობისას (1860-1896 წწ.)

2. შალვა კირთაძე – ფიზიკა-მათემატიკის დოქტორი, პროფესორი, იმერი ბასილაძე – პედაგოგიკის დოქტორი, პროფესორი (აწსუ) – სრული განათლების კონცეფცია წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის პედაგოგიკურ ნააზრევში

3. ლევან ტყეშელაშვილი – ისტორიის დოქტორი, პროფესორი – სქემმონაზონ ბესარიონის წერილები ძმას, წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსს, ათონის მთიდან (სულიერ-ზნეობრივი ანალიზი)

4. ირაკლი ლორთქიფანიძე – ისტორიის დოქტორი, პროფესორი – იმერეთის ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) – ქუთაისის სასულიერო სემინარიის დამაარსებელი

5. ვლადიმერ წვერავა – ისტორიის დოქტორი, პროფესორი (აწსუ) – წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსი ქრისტიანობის აღმდგენელი საზოგადოების მისიონერი აფხაზეთში

6. ლაშა დეისაძე-შარვაშიძე – ისტორიის დოქტორი, ასისტენტ პროფესორი (აწსუ) – ეპისკოპოს გაბრიელის სახელობის მცხეთის სასულიერო სემინარიის დაარსება