სამძიმარი საქართველოს კათოლიკოს – პატრიარქის გარდაცვალების გამო

Posted On 18 Mar 2026
By :
Comment: Off

გელათის სასულიერო აკადემია და სემინარია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია მეორის გარდაცვალების გამო.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ღვაწლი განუზომელია ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში. მისი ძალისხმევით ამოქმედდა და აშენდა ეკლესია-მონასტრები, გამრავლდა სასულიერო დასი, აღდგა ძველი ქართული საგალობლებისა და ხატწერის ტრადიციები, მსოფლიო საპატრიარქომ სცნო საქართველოს ეკლესიის ისტორიული ავტოკეფალია, გაიხსნა საგანმანათლებლო კერები. მისი ლოცვა-კურთხევით, მრავალი საუკუნის შემდეგ, 1990 წელს აღდგა გელათის სასულიერო აკადემია.

უფალს შევთხოვთ, ერის სულიერი მამა დაამკვიდროს იქ, სადაცა მართალნი განისვენებენ.