გააგრძელე საქართველოს ისტორია

გააგრძელე საქართველოს ისტორია

გელათის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში გაიმართა გურამ ქართველიშვილის დოკუმენტური სერიალის ,,გააგრძელე საქართველოს ისტორია” III სერიის პრეზენტაცია.

დამსწრე საზოგადოების წინაშე რეჟისორმა განმარტა, თუ რა მიზნებს ემსახურება აღნიშნული სერიალის შექმნა, ისაუბრა იმ სიძნელეებზე, რაც თან სდევს ამ რთულსა და საპასუხისმგებლო სამუშაოს.

 

გურამ ქართველიშვილი

გურამ ქართველიშვილი

 

გადამღები ჯგუფის რამდენიმე წევრთან ერთად პრეზენტაციას ესწრებოდა ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებელი, ქუთაისის ლ.მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრის მსახიობი გიორგი შალამბერიძე, რომელმაც ისაუბრა გადაღებასთან დაკავშირებულ საინტერესო ეპიზოდებზე.

 

გიორგი შალამბერიძე

გიორგი შალამბერიძე

 

მაყურებელთა შეფასებით, ფილმი.საინტერესოდ და მაღალ პროფესიულ დონეზეა შესრულებული.გამოითქვა სურვილი,გაგრძელდეს სერიალის გადაღება და პრეზენტაცია კვლავაც გაიმართოს გელათის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის დარბაზში.

 

გააგრძელე საქართველოს ისტორია

გააგრძელე საქართველოს ისტორია