კონსტანტინე ხვისტანი

კონსტანტინე ხვისტანი საქართველოს ჩემპიონია

10 აგვისტოს ბათუმში დასრულდა საქართველოს პირველობა კრივში, სადაც წარმატებით იასპარეზა გელათის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის თეოლოგიის საბაკალავრო პროგრამის მეორე კურსის სტუდენტმა კონსტანტინე ხვისტანმა.

 

ზაალ ჯავახაძე, კონსტანტინე ხვისტანი

ზაალ ჯავახაძე, კონსტანტინე ხვისტანი

 

კონსტანტინემ დამაჯერებლად იასპარეზა ყველა ორთაბრძოლაში და მეორედ მოიპოვა საქართველოს ჩემპიონის ტიტული 75 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში.

დანარჩენი ადგილები ამ წონით კატეგორიაში ასე განაწილდა:

  1. კონსტანტინე ხვისტანი (ქუთაისი);
  2. გიორგი ჯაფარიძე (ჭიათურა);
  3. გიორგი კლდიაშვილი (ტყიბული), დავით ლომაძე (ფოთი).

 

კონსტანტინეს საჩემპიონო ორთაბრძოლა 2 საათსა და 2 წუთიდან (2:02:00)