გივი თოდაძე

არქიტექტორი გივი თოდაძე 90 წლისაა!

ცნობილ არქიტექტორსა და დიდებულ პიროვნებას ბ–ნ გივი თოდაძეს ახლახან შეუსრულდა 90 წელი. ამასთან დაკავშირებით  2016 წლის 7 დეკემბერს გელათის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში შედგა  დოკუმენტური ფილმის ,,არქიტექტურის რაინდი” პრეზენტაცია.

ფილმის რეჟისორი და სცენარის ავტორია ცისკარა ფაჩულია.

პრეზენტაციას ესწრებოდა არქიტექტურის რაინდი, ქუთაისის საპატიო მოქალაქე, ღირსების ორდენის კავალერი ბ–ნი გივი თოდაძე, რომელიც ჩვეული სიყვარულით, სითბოთი, იუმორით ესაუბრა ახალგაზრდებს და  მიიწვია ისინი თავის სახელოსნოში.

2016წ. 13 დეკემბერს, წმიდა ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს სტუდენტები და პედაგოგები ეწვივნენ ბ–ნი გივი თოდაძის სახელოსნოს, დაათვალიერეს ნამუშევრები  და მოისმინეს ღვაწლმოსილი ხელოვანის მეტად საინტერესო და ამაღელვებელი საუბარი.

 

სტუმრად გივი თოდაძის სახელოსნოში

სტუმრად გივი თოდაძის სახელოსნოში

სტუდენტებმა გამოთქვეს სურვილი ხშირად ესტუმრონ ბატონ გივის მისი მრავალწლიანი გამოცდილების გასაზიარებლად.

 

სტუმრად გივი თოდაძის სახელოსნოში

სტუმრად გივი თოდაძის სახელოსნოში