წმიდა გრიგოლ ფერაძის 120 წლის იუბილისადმი მიძღვნილი ღონისძიება

Posted On 11 Dec 2019
By :
Comment: Off

2019 წლის 10 დეკემბერს  გელათის სასულიერო აკადემიასა  და სემინარიაში    საქართველოსა და პოლონეთის მართლმადიდებელი ეკლესიების მიერ წმინდანად შერაცხული არქიმანდრიტ გრიგოლ ფერაძის დაბადებიდან 120 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა გელათის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის  რექტორმა, დეკანოზმა ირაკლი ახალაძემ.

ღონისძიებაზე მოხსენებით წარდგნენ: ისტორიის დოქტორი ლევან ტყეშელაშვილი, ისტორიის დოქტორი ირაკლი ლორთქიფანიძე, პროფესორი რომანოზ ფერაძე, პროფესორი ილია ფერაძე.

ისტორიის დოქტორმა ლევან ტყეშელაშვილმა ისაუბრა  ქართული ბერმონაზვნობის ზოგიერთ საკითხზე არქიმანდრიტ გრიგოლ ფერაძის დისერტაციიდან;

ისტორიის დოქტორმა ირაკლი ლორთქიფანიძემ მსმენელებს გააცნო რამდენიმე ეპიზოდი წმ. მღვდელმოწამე გრიგოლ ფერაძის სტუდენტური ცხოვრებიდან;

პროფესორმა რომანოზ ფერაძემ დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა ბიოგრაფიული ცნობები მამა გრიგოლის შესახებ.

წმინდა გრიგოლ ფერაძის საზოგადოების დამფუძნებელმა, პროფესორმა ილია ფერაძემ ისაუბრა  წმინდანის საზღვარგარეთ მოღვაწეობის შესახებ.

 

 

ღონისძიებას ესწრებოდნენ მოწვეული სტუმრები,  გელათის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები.

ღონისძიების ბოლოს გაიმართა  ჩვენება ფილმისა „თეთრი ანგელოზის ძიებაში“