პოეტი ზაალ ებანოიძე 80 წლისაა

Posted On 27 Nov 2019
By :
Comment: Off

ცნობილ ქართველ პოეტს, ქუთაისის მკვიდრს, ბატონ ზაალ ებანოიძეს 80 წელი შეუსრულდა. ამ საპატიო თარიღთან დაკავშირებით გელათის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში მას შეხვედრა მოუწყვეს. მისასალმებელი სიტყვა წარმოთქვა გელათის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორმა, დეკანოზმა ირაკლი ახალაძემ. მან ისაუბრა ზაალ ებანოიძის პოეზიის, ქართულ ლიტერატურაში  მისი დამსახურების შესახებ.  ბატონმა ზაალმა მსმენელებს გააცნო თავისი შემოქმედება.

შეხვედრის ბოლოს ქეთევან ბოჭორიშვილმა წაიკითხა ბატონი ზაალისადმი მიძღვნილი ლექსი.