„შენი მომავალი, შენი გადაწყვეტილება“

Posted On 01 Mar 2020
By :
Comment: Off

29 თებერვალსა და 1 მარტს აკაკი წერეთლის სახელობის ქ. ქუთაისის #1 საჯარო სკოლაში, განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრის (EDEC), გოეთეს ინსტიტუტისა და გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) ორგანიზებით, გაიმართა პროფესიული ორიენტაციის დღეები „შენი მომავალი, შენი გადაწყვეტილება“. ღონსძიებაში ჩართულნი იყვნენ 14-18 წლის პირები.

საგანმანათლებლო ფორუმში, რომელიც 29 თებერვალს ჩატარდა, საერთაშორისო და ადგილბრივ საგანმანათლებლო და ბიზნეს ორგანიზაციებთან ერთად წარმოდგენილი იყო გელათის სასულიერო აკადემია და სემინარია. ღონისძიების ფაგლებში მოსწავლეებს შესაძლებლობა მიეცათ, მეტი ინფორმაცია მიეღოთ კარიერული შეთავაზებების შესახებ.
გელათის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის წარმომადგენლებმა დაინტერესებულ პირებს დაწვრილებით გააცნეს სასწავლებლის საგანმანათლებლო პროგრამები, უპასუხეს მათ შეკითხვებს და ისაუბრეს სასულიერო განათლების გამოწვევებსა და პერსპექტივებზე.
დიდი ინტერესი გამოიწვია გელათის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის სტენდზე წარმოდგენილმა არაერთმა სამეცნიერო გამოცემამ, დაინტერესებულ მოსწავლეებს დაურიგდათ საინფორმაციო შინაარსის სანიშნეები და ბუკლეტები.
.

.
.
.
.