სასწავლო პროცესი შეჩერებულია

Posted On 06 Mar 2020
By :
Comment: Off

განცხადება

 

გაცნობებთ, რომ გელათის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორის 6 მარტის №27 ბრძანებით, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული ზომებისა და გატარებული ღონისძიებების გათვალისწინებით, კორონავირუსის (COVID-19) შესაძლო გავრცელების აღკვეთის მიზნით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ რეკომენდირებული სადეზინფექციო სამუშაოების ჩასატარებლად, გელათის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში სასწავლო პროცესი შეჩერებულია 16 მარტამდე.