რეგისტრაცია ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის

Posted On 11 Mar 2020
By :
Comment: Off

მიმდინარეობს რეგისტრაცია ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის, რომელიც 30 მარტის 18:00 საათამდე გაგრძელდება.

დაწვრილებითი ინფორმაცია იხილეთ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ვებ გვერდზე.

გელათის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში თეოლოგიისა და ქრისტიანული ხელოვნებათმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამებზე სწავლის მსურველებმა ერთიანი ეროვნული გამოცდა უნდა ჩააბარონ მხოლოდ ქართულ ენასა და ლიტერატურაში.

ქართულ ენასა და ლიტერატურაში კანონით დადგენილი ბარიერის დაძლევის შემდგომ ჩარიცხვა ხორციელდება შიდა გამოცდების ჩაბარების საფუძველზე.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ აკადემიის ადმინისტრაციას.

გელათის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის ადმინისტრაცია და პედაგოგები გისურვებთ წარმატებებს!