აკადემიაში სასწავლო პროცესი დისტანციურად წარიმართება

Posted On 12 Mar 2020
By :
Comment: Off

არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების – საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესიის

გელათის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორის

 

ბრძანება №29

 

ქუთაისი                                                                                                                      12 მარტი,  2020 წ.

 

გელათის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში, კორონავირუსის (COVID-19) შესაძლო გავრცელების  აღკვეთის ღონისძიებების  გატარების შესახებ გელათის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორის 2020 წლის 6 მარტის 27 ბრძანებაში ცვლილებების და დამატებების განხორციელების შესახებ

 

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 11 მარტის №501 განკარგულების თანახმად და გელათის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის წესდების მე-6 მუხლის მეოთხე პუნქტის “ბ” ქვეპუნქტით დელეგირებული უფლებამოსილების საფუძველზე

 

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

  1. გელათის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში, კორონავირუსის (COVID-19) შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებების გატარების შესახებ გელათის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორის 2020 წლის 6 მარტის №27 ბრძანების პირველ პუნქტში შეტანილ იქნეს ცვლილება, კერძოდ  სიტყვები „2020 16 მარტამდე შეჩერდეს სასწავლო პროცესი“ შეიცვალოს სიტყვებით „სასწავლო პროცესი შეჩერდეს 2020 წლის 1 აპრილამდე“.
  2. მითითებულ ბრძანებას დაემატოს 11 პუნქტი: „11 გელათის სასულიერო აკადემიამ და სემინარიამ სასწავლო პროცესი წარმართოს დისტანციურად. თანამშრომლები დროებით გადავიდნენ დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე და უშუალო ხელმძღვანელებთან კოორდინირებულად განახორციელონ დაკისრებული მოვალეობების შესრულება. ცნობად იქნეს მიღებული, რომ დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე გადასვლა არ ნიშნავს სამუშაო საათების შემცირებას ან თანამშრომელთა შვებულებაში ყოფნას. საჭიროების შემთხვევაში, დისტანციურ სამუშაო რეჟიმში გადასული ნებისმიერი თანამშრომელი, რექტორის მოთხოვნისთანავე და მითითებულ დროში დაუყოვნებლივ უნდა გამოცხადდეს სამსახურში. ცნობად იქნეს მიღებული, რომ დისტანციურ სამუშაო რეჟიმში გადასულ თანამშრომლებს უნარჩუნდებათ შრომითი ანაზღაურება, რაც განსაზღვრულია მათ მიერ დაკისრებული მოვალეობების შესასრულებლად.“
  3. წინამდებარე ბრძანების გათვალისწინებით, სასწავლო პროცესის დისტანციურ რეჟიმში შეუფერხებლად განხორციელების ორგანიზება და კოორდინაცია დაევალოს, სასწავლო პროცესის სამსახურის უფროსს აკაკი გოლეთიანს.
  4. ბრძანების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს პრორექტორს მღვდელ მიქაელ (თენგიზ) კვანტალიანს.
  5. ბრძანება განთავსდეს გელათის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის ვებგვერდზე.
  6. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
  7. ბრძანება შესაძლოა გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

რექტორი:                                                                                                          დეკანოზი ირაკლი ახალაძე

        

                         ხელმოწერილია/შტამპდასმულია