სასწავლო პროცესის შეჩერების და ელექერონული სწავლების ვადა 21 აპრილამდე გაგრძელდა

Posted On 31 Mar 2020
By :
Comment: Off

არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების – საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესიის

გელათის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორის

 

ბრძანება №30

 

ქუთაისი                                                                                                                       31 მარტი,  2020 წ.

 

გელათის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში, კორონავირუსის COVID-19-ის გავრცელების საფრთხის აღმოფხვრამდე გელათის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში  სასწავლო პროცესის შეჩერების  2020 წლის 21 აპრილამდე გაგრძელების და ამავე თარიღამდე ელექერონული სწავლების რეჟიმის შენარჩუნები შესახებ 

 

საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 21 მარტის №1 ბრძანების,  საქართველოს მთავრობის 2020 წლის 31 მარტის №205  დადგენილების საფუძველზე და გელათის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორის 2020 წლის 6 მარტის №27 და 2020 წლის 12 მარტის №29  ბრძანებების გათვალისწინებით და გელათის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის წესდების მე-6 მუხლის მეოთხე პუნქტის “ბ” ქვეპუნქტით დელეგირებული უფლებამოსილების საფუძველზე

 

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

  1. COVID-19-ის გავრცელების საფრთხის აღმოფხვრამდე, საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 21 მარტის №1 ბრძანების, საქართველოს მთავრობის 2020 წლის 31 მარტის №205 დადგენილების საფუზველზე და გელათის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორის 2020 წლის 6 მარტის №27 და 2020 წლის 12 მარტის №29  ბრძანებების გათვალისწინებით, გელათის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში საქართველოს მთავრობის 2020 წლის 11 მარტის №501 განკარგულებით 1 აპრილამდე შეჩერებული სასწავლო პროცესის ვადა გაგრძელდეს 2020 წლის 21 აპრილამდე და ამავე თარიღამდე შენარჩუნდეს დისტანციური სწავლებისა რეჟიმი.
  2. ყველა დასაქმებული პირი გადაყვანილ იქნეს დისტანციური მუშაობის რეჟიმზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კონკრეტული პოზიციის/თანამდებობის პირის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ტერიტორიაზე ყოფნა/გამოცხადება დაკავშირებულია მათი საქმიანობის სპეციფიკასთან. ამ პირების მიერ საქმიანობა ხორციელდება საქართველოს მთავრობისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამისი მითითებების/რეკომენდაციების დაცვით.
  3. წინამდებარე ბრძანების გათვალიწინებით, სასწავლო პროცესის დისტანციურ ფორმატში შუფერხებლად წარმართვის ხელშეწყობა უზრუნველყოს როგორც, სასწავლო პროცესის და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურმა, ასევე ფაკულტეტის დეკანატებმა და კათედრებმა.
  4. დისტანციურად სწავლის წარმართვის პერიოდში სტუდენტთა პერსონალური მონაცემების დაცვა განხორციელდეს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის დაცვით.
  5. სასწავლო პროცესის და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურებს დაევალოთ, საქართველოს მთავრობის 2020 წლის 31 მარტის №205 დადგენილების ამოქმედებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში,    სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს მიაწოდოს ინფორმაცია სასწავლო პროცესის დისტანციური ფორმით ორგანიზებისა და განხორციელების შესახებ.
  6. ბრძანების დადგენილ ვადებში შესრულებაზე კონტროლი დაევალოს პრორექტორს მღვდელ მიქაელ (თენგიზ) კვანტალიანს.
  7. ბრძანება განთავსდეს გელათის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის ვებგვერდზე.
  8. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
  9. ბრძანება შესაძლოა გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

 

რექტორი:                                                                                                    დეკანოზი ირაკლი ახალაძე     

                       

 ხელმოწერილია/შტამპდასმულია