სასწავლო პროცესის დისტანციურად წარმართვის ვადა სემესტრის ბოლომდე გაგრძელდა

Posted On 22 Apr 2020
By :
Comment: Off

არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების – საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესიის

გელათის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორის

 

ბრძანება №35

 

ქუთაისი                                                                                                                 22 აპრილი,  2020 წ.

 

გელათის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში, კორონავირუსის COVID-19-ის გავრცელების საფრთხის აღმოფხვრამდე გელათის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში  სასწავლო პროცესის დისტანციურად წარმართვის ვადის გაგრძელების შესახებ.

 

საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 21 მარტის №1 ბრძანების,  საქართველოს მთავრობის 2020 წლის 31 მარტის №205  დადგენილების საფუძველზე და გელათის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორის 2020 წლის 6 მარტის №27, 2020 წლის 12 მარტის №29   და 2020 წლის 31 მარტის №30  ბრძანებების გათვალისწინებით და გელათის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის წესდების მე-6 მუხლის მეოთხე პუნქტის “ბ” ქვეპუნქტით დელეგირებული უფლებამოსილების საფუძველზე

 

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

  1. COVID-19-ის გავრცელების საფრთხის აღმოფხვრამდე, საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 21 მარტის №1 ბრძანების, საქართველოს მთავრობის 2020 წლის 31 მარტის №205 დადგენილების საფუზველზე და გელათის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორის 2020 წლის 6 მარტის №27, 2020 წლის 12 მარტის №29   და 2020 წლის 31 მარტის №30 ბრძანებების გათვალისწინებით, გელათის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში დისტანციური სწავლების რეჟიმში სასწავლო პროცესის ვადა გაგრძელდეს 2019-2020 სასწავლო წლის II სემესტრის დასრულებამდე.
  2. ყველა დასაქმებულმა პირმა დაკისრებული მოვალეობების განხორციელება განაგრძოს დისტანციური მუშაობის რეჟიმში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კონკრეტული პოზიციის/თანამდებობის პირის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ტერიტორიაზე ყოფნა/გამოცხადება დაკავშირებულია მათი საქმიანობის სპეციფიკასთან. ამ პირების მიერ საქმიანობა ხორციელდება საქართველოს მთავრობისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამისი მითითებების/რეკომენდაციების დაცვით.
  3. წინამდებარე ბრძანების გათვალიწინებით, სასწავლო პროცესის დისტანციურ ფორმატში შეუფერხებლად წარმართვის ხელშეწყობა უზრუნველყოს როგორც, სასწავლო პროცესის და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურმა, ასევე ფაკულტეტის დეკანატებმა და კათედრებმა.
  4. დისტანციურად სწავლის წარმართვის პერიოდში სტუდენტთა პერსონალური მონაცემების დაცვა განხორციელდეს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის დაცვით.
  5. ბრძანების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს პრორექტორს მღვდელ მიქაელ (თენგიზ) კვანტალიანს.
  6. ბრძანება განთავსდეს გელათის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის ვებგვერდზე.
  7. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
  8. ბრძანება შესაძლოა გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

რექტორი:                                                                                                    დეკანოზი ირაკლი ახალაძე     

                         ხელმოწერილია/შტამპდასმულია