ინფორმაცია 2020-2021 სასწავლო წლისათვის საბუთების მიღებისა და შიდა მისაღები გამოცდების შესახებ

Posted On 25 May 2020
By :
Comment: Off

ი ნ ფ ო რ მ ა ც ი ა

 

გელათის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში  2020-2021 სასწავლო  წლის  მისაღები შიდა გამოცდებისათვის საბუთების მიღების შესახებ

 

არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო დაწესებულების-საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის გელათის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში 2020-2021 სასწავლო წლის მისაღებ შიდა საბაკალავრო და სამაგისტრო გამოცდებზე აბიტურიენტთა რეგისტრაციისათვის საბუთების მიღება ხორციელდება დისტანციურად, ელექტრონული ფორმით, 2020 წლის 25 მაისიდან 15 აგვისტოს ჩათვლით.

რეგისტრაციისათვის აბიტურიენტებმა დისტანციურად, ელექტრონული ფორმით უნდა წარმოადგინონ:

  1. განცხადება რექტორის სახელზე – (ციფრული ვერსია);
  2. ავტობიოგრაფია – (ციფრული ვერსია);
  3. შესაბამისი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის: ბაკალავრიატისთვის – ატესტატის, ხოლო მაგისტრატურისთვის დიპლომის დედანი ან ნოტარიულად დამოწმებული ასლი – (ციფრული ვერსია);
  4. სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ან სამხედრო ბილეთის დედანი ან ნოტარიულად დამოწმებული ასლი – (ციფრული ვერსია);
  5. ფოტოსურათი ¾ (4 ცალი) ელექტრონული ვერსიით (CD);
  6. მოძღვრის დახასიათება-რეკომენდაცია (მოძღვრის მსახურების ადგილისა და ტელეფონის მითითებით), დამოწმებული შესაბამისი ეკლესიის ბეჭდით – (ციფრული ვერსია);
  7. პირადობის მოწმობის დედანი – (ციფრული ვერსია);
  8. საბაკალავრო პროგრამაზე რეგისტრაციის (სწავლის) მსურველმა უნდა წარმოადგინოს ქართულ ენასა და ლიტერატურაში ერთიან ეროვნულ გამოცდაზე მიღებული შედეგის დამადასტურებელი დოკუმენტი.

შენიშვნა: საბაკალავრო პროგრამაზე – სემინარია (ფაკულტეტზე) და სამაგისტრო პროგრამაზე აკადემია (ფაკულტეტზე) შემსვლელთათვის მოძღვრის დახასიათება-რეკომენდაცია დამოწმებული უნდა იყოს მღვდელმთავრის რეზოლუციით;

ციფრული/ელექტრონული დოკუმენტები უნდა გაიგზავნოს ორივე მეილზე:

qetevanbaia@mail.ru   და   maiajolbordi@gmail.com 

 

ზემოხსენებული დედანი დოკუმენტების/საბუთების, მატერიალური ფორმით მიღება განხორციელდება შესაბამისი დეკანატის მიერ  შიდა გამცდის პირველივე დღეს.

ბლანკეტურ ფორმებთან დაკავშირებით, დამათებითი შეკითხვების ან ინფორმაციის დაზუსტების მიზნით დაუკავშირდით საბუთების მიმღებ კომისიას: 568705858

 

აბიტურიენტთა საყურადღებოდ!!! განცხადებაში მითითებული საკონტაქტო ინფორმაცია უნდა იყოს მოქმედი რათა ცვლილებებთან დაკავშირებით, ასეთის შემთხვევაში, საბუთების მიმღებმა კომისიამ დროულად მოახდინოს დაკავშირება.

 

ინფორმაცია მომზადებულია საბუთების მიმღები კომისიის მიერ.

 

გელათის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში 2020-2021 სასწავლო წლის  მისაღები, შიდა  საბაკალავრო და სამაგისტრო გამოცდების ჩატარების განრიგი

 

  1. 2020-2021 სასწავლო წელს გელათის სასულიერო აკადემიაში (ფაკულტეტზე) თეოლოგიის სამაგისტრო პროგრამაზე ჩასარიცხად, შიდა გამოცდები ჩატარდება შემდეგ საგნებში 10:00 საათზე:

 

1.1.  წმინდა წერილი (ზეპირი) – 2020 წლის 31 აგვისტო;

1.2. ქრისტიანული მოძღვრების საფუძვლები (კატეხიზმო) (ზეპირი)–2020 წლის 2 სექტემბერი;

1.3. საქართველოს ისტორია – 2020 წლის 4 სექტემბერი;

1.4. უცხო ენა – 2020 წლის 7 სექტემბერი;

1.5. ქართული ენა და ლიტერატურა – 2020 წლის 9 სექტემბერი.

 

  1. 2020-2021 სასწავლო წელს გელათის სასულიერო სემინარიაში (ფაკულტეტზე) თეოლოგიის საბაკალავრო პროგრამაზე ჩასარიცხად, შიდა გამოცდები ჩატარდება შემდეგ საგნებში 13:00 საათზე:

 

2.1. ქრისტიანული მოძღვრების საფუძვლები (კატეხიზმო) (ზეპირი) – 2020 წლის 2 სექტემბერი;

2.2. საქართველოს ისტორია – 2020 წლის 4 სექტემბერი;

2.3. უცხო ენა – 2020 წლის 7 სექტემბერი;

 

  1. 2020-2021 სასწავლო წელს ქრისტიანული ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტზე ქრისტიანული ხელოვნებათმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამაზე ჩასარიცხად, შიდა გამოცდები ჩატარდება შემდეგ საგნებში 15:00 საათზე:

 

3.1. ქრისტიანული მოძღვრების საფუძვლები (კატეხიზმო) (ზეპირი)–2020 წლის 2 სექტემბერი;

3.2. საქართველოს ისტორია – 2020 წლის 4 სექტემბერი;

3.3. უცხო ენა – 2020 წლის 7 სექტემბერი;