ლექტორ-მასწავლებელთა სამეცნიერო კონფერენცია

Posted On 15 Jun 2021
By :
Comment: Off
14 ივნისს გელათის სასულიერო აკადემიისა და სემინარიია წმინდა დავით აღმაშენებლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა ლექტორ-მასწავლებელთა მორიგი სამეცნიერო კონფერენცია.
კონფერენციის მუშაობა გახსნა გელათის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორმა, დეკანოზმა ირაკლი ახალაძემ.
კონფერენცის თემატიკა მრავალფეროვანი იყო და მოიცავდა: ბიბლეისტიკის, ლიტურგიკის, საქართველოს ისტორიის, ქართული ენათმეცნიერებისა და ჰიმნოგრაფიის დარგებს.

მოხსენებები წარმოადგინეს: გელათის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის პრორექტორმა მღვდელმა მიქაელ კვანტალიანმა, ისტორიის აკადემიურმა დოქტორმა პროფესორმა ლევან ტყეშელაშვილმა, ისტორიის აკადემიურმა დოქტორმა პროფესორმა ირაკლი ლორთქიფანიძემ, აკაკი გოლეთიანმა, გელა ტარიელაშვილმა და თამაზ დევიძემ.

წარმოდგენილი მასალები დაიბეჭდება “გელათის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის შრომების” VII ტომში.