ბილიკი, რომელიც შენია…

Posted On 22 Jun 2021
By :
Comment: Off
ბილიკი, რომელიც შენია...

ბილიკი, რომელიც შენია…

 

ხვამლი-ბგერათა ეს კომპლექსი ამოუხსნელ გამოცანად რჩებოდა ჩემში. რა ხდება იქ? უამრავ ლეგენდას იტევს ეს საკრალურად ქცეული სიტყვა.

და, აი, 2021 წლის 21 ივნისს მლოცველთა გუნდთან ერთად შევუყევი აღმართს.  აღმართამდე ნატალია უნდა გაგაცნოთ. სწორედ მისი წყალობით აღვმოვჩნდი ამ ჯგუფში. რიონის დაჭრილი ხეობა თითოეულ ქართველს  მოუშუშებელ იარად გვექცა. ნატალიამ შექმნა ფსალმუნნის მკითხველთა ჯგუფი. იქ, მთის წვერზე აღვლენილ ლოცვას შეუძლებლის შესაძლებლად ქცევა შეუძლია. ამიტომაც, ავუყევით აღმართს….

 

ბილიკი, რომელიც შენია...

ბილიკი, რომელიც შენია…

 

თითოეული ქვის ნატეხი, თითოეული ბალახის ღერი აქ სხვანაირად მშობლიურია. გეფერება და გიღებს ისეთს, როგორიც ხარ. გელათის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის პრორექტორის,  მამა მიქაელის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში აღვლენილი ლოცვა ხვამლის მთას სალბუნად ედებოდა, მამა ზოსიმეს ტკბილი გალობა კი საკმევლის სურნელს ტოვებდა ხეობაში.

საქართველოს სისავსე რომ შეიგრძნო, ალბათ, ერთხელ მაინც უნდა შედგე მთის წვერზე და გადმოიხედო. ის, რაც შენია, უნდა შეიმეცნო და ივალდებულო მისი პატრონობა. ამიტომაც დავიძარით მთის წვერისაკენ…

ბილიკი ვიწრო იყო, წინ მივიწევდით და ვგრძნობდით, როგორ გვიღებდა და როგორ ხარობდა ხვამლის ბებერი სხეული ჩვენით. აკაკი, ვფიქრობ, ამაოდ ცდილობდა, კადრში მოექცია ღვთისგან უხვად ბოძებული მშვენიერება. მამა ზოსიმე მხრებზეშესმულ პატარა ბარბარეს შხარასა და თეთნულდს  აცნობდა და აყვარებდა.

 

ბილიკი, რომელიც შენია...

ბილიკი, რომელიც შენია…

 

მივხვდით, ხვამლი ჩვენია და გვევალება!

მადლობა ამ ღვთაებრივი ქვეყნისთვის ღმერთო!

 

ბილიკი, რომელიც შენია...

ბილიკი, რომელიც შენია…

 

 

მაი