საბუთების მიღების და მისაღები გამოცდების განრიგი

Posted On 23 Aug 2021
By :
Comment: Off

დღეს განახლდა და 27 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება საბუთების მიღება გელათის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში.

აბიტურიენტმა მიმღებ კომისიას უნდა წარმოუდგინოს შემდეგი დოკუნეტები:
  • თხოვნა რექტორის სახელზე (ივსება ადგილზე);
  • სულიერი მოძღვრის რეკომენდაცია;
  • სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ქსეროასლი (დამოწმებული ნოტარიულად);
  • სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი ცნობა (ასლი დამოწმებული ნოტარიულად)
  • პირადობის მოწმობის ქსეროასლი;
  • 4 ც. ფოტოსურათი ზომით 3X4 (ფირთან ერთად);
  • ავტობიოგრაფია (ელექტრონული ვერსია).

მისამართი: ქ. ქუთაისი, დვალიშვილის 17

.

გელათის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში 2021-2022 სასწავლო წლის მისაღები, შიდა საბაკალავრო და სამაგისტრო გამოცდების ჩატარების განრიგი

2021-2022 სასწავლო წელს გელათის სასულიერო აკადემიაში (ფაკულტეტზე) თეოლოგიის სამაგისტრო პროგრამაზე ჩასარიცხად შიდა გამოცდები ჩატარდება შემდეგ საგნებში:
(10:00 საათზე)
1. წმინდა წერილი(ზეპირი) – 2021 წლის 30 აგვისტო;
2. ქრისტიანული მოძღვრების საფუძვლები (კატეხიზმო) (ზეპირი)–2021 წლის 1 სექტემბერი;
3. საქართველოს ისტორია – 2021 წლის 3 სექტემბერი;
4. უცხო ენა – 2021 წლის 6 სექტემბერი;
5. ქართული ენა და ლიტერატურა – 2021 წლის 8 სექტემბერი.
.
2021-2022 სასწავლო წელს გელათის სასულიერო სემინარიაში (ფაკულტეტზე) თეოლოგიის საბაკალავრო პროგრამაზე ჩასარიცხად შიდა გამოცდები ჩატარდება შემდეგ საგნებში:
(13:00 საათზე)
1. ქრისტიანული მოძღვრების საფუძვლები (კატეხიზმო, ზეპირი)
2021 წლის 1 სექტემბერი;
2. საქართველოს ისტორია –
2021 წლის 3 სექტემბერი;
3. უცხო ენა – 2021 წლის 6 სექტემბერი.
.
2021–2022 სასწავლო წელს ქრისტიანული ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტზე ქრისტიანული ხელოვნებათმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამაზე ჩასარიცხად შიდა გამოცდები ჩატარდება შემდეგ საგნებში:
(15:00 საათზე)
1. ქრისტიანული მოძღვრების საფუძვლები (კატეხიზმო, ზეპირი)–
2021 წლის 1სექტემბერი;
2. საქართველოს ისტორია –
2021 წლის 3 სექტემბერი;
3. უცხო ენა – 2021 წლის 6 სექტემბერი.
.