ახალი სასწავლო წლის დაწყება

Posted On 14 Sep 2021
By :
Comment: Off

14 სექტემბერს აღინიშნება გვირგვინი წელიწადისა და დაწყება ინდიქტიონისა, ამავე დღეს გელათის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში დაიწყო ახალი სასწავლო წელი.

ამასთან დაკავშირებით ქალაქ ქუთაისის წმინდა გიორგი სახელობის ტაძარში, გელათის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის ლექტორ-მასწავლებლებთან და სტუდენტებთან ერთად, სასწავლო წლის დაწყების პარაკლისი აღავლინა გითათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა იოანემ. მეუფემ განსაკუთრებით მიულოცა პირველ კურსელებს და მათთან ერთად ყველას წარმატებული წელი უსურვა.

სასწავლო პროცესი შესაბამისი რეგულაციებიდან გამომდინარე დისტანციურად დაიწყო.

 

გვირგვინი წელიწადისა და დაწყება ინდიქტიონისა