გელათის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის თანამშრომლებმა საგრანტო კონკურსში გაიმარჯვეს

Posted On 07 Oct 2021
By :
Comment: Off
გელათის სასულიერო აკადემია და სემინარია ულოცავს ამავე აკადემიის თანამშრომლებს, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის სადოქტორო პროგრამის II კურსის სტუდენტებს, დავით იობიძესა და თამაზ დევიძეს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2021 წლის დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების გრანტით დაფინანსების კონკურსში გამარჯვებას.
წარდგენილი პროექტები:
დავით იობიძე – წმინდა მაქსიმე აღმსარებლის „თალასესადმი კითხვა-მიგების” გელათური თარგმანი (K-14) (ენობრივ-სტილური თავისებურებანი და ტერმინოლოგიური მოდელები) (სამეცნიერო ხელმძღვანელი − პროფესორი რუსუდან საღინაძე);
თამაზ დევიძე – სინტაქსური იერარქია და წინადადების მოდელირება „მარხვანში“ (K-79) (სამეცნიერო ხელმძღავანელი − პროფესორი რუსუდან საღინაძე).
კონკურსის მიზანია ინტელექტუალური პოტენციალის განვითარება და მაღალი კვალიფიკაციის სამეცნიერო პერსონალის მომზადება, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში არსებული ინტელექტუალური პოტენციალის მიზნობრივი გამოყენება, სამეცნიერო კვლევისათვის სათანადო პირობების შექმნა, დოქტორანტებისა და უნივერსიტეტების უცხოეთში არსებულ უმაღლეს საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებთან თანამშრომლობა და ამ გზით საქართველოში უმაღლესი განათლების ხარისხის ამაღლება და ახალგაზრდა მეცნიერთა საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებაში ინტეგრირება.
გამარჯვებული პროექტების ავტორებს ვუსურვებთ წარმატებას მომავალ სამეცნიერო საქმიანობაში!
გელათის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის თანამშრომლებმა საგრანტო კონკურსში გაიმარჯვეს

გელათის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის თანამშრომლებმა საგრანტო კონკურსში გაიმარჯვეს