ქუთათელ-გაენათელ მიტროპოლიტ იოანეს (გამრეკელი) საიუბილეო ღონისძიება

Posted On 02 Nov 2021
By :
Comment: Off

1 ნოემბერს გელათის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში გაიმართა ქუთათელ-გაენათელ მიტროპოლიტის, საქართველოს საპატრიარქოს განათლების ცენტრის თავმჯდომარის, გელათის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის,  იოანეს (გამრეკელი) საიუბილეო ღონისძიება, რომელსაც ესწრებოდნენ ჭყონდიდის მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი), სხალთის მთავარეპისკოპოსი სპირიდონი (აბულაძე), ქალაქის ხელმძღვანელი პირები  და სხვა საპატიო სტუმრები.

 

ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი, საქართველოს საპატრიარქოს განათლების ცენტრის თავმჯდომარე,  გელათის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი,  იოანე (გამრეკელი)

 

მიტროპოლიტ იოანეს საიუბილეო ღონისძიება გახსნა გელათის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის მგალობელთა გუნდმა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია მეორის მისალოცი სიტყვა წაიკითხა გელათის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორმა, დეკანოზმა ირაკლი ახალაძემ.   მიტროპოლიტ იოანეს წინაპრების შესახებ ისაუბრა ეროვნული არქივის დირექტორმა, გელათის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსმა, მერაბ კეზევაძემ. მეუფე იოანეს ბავშვობა გაიხსენა მისმა ძმამ, დავით გამრეკელმა.

 

 

მეუფე ოანეს იუბილე მიულოცეს საპატიო სტუმრებმა: ჭყონდიდის მიტროპოლიტმა  სტეფანემ (კალაიჯიშვილი), სხალთის მთავარეპისკოპოსმა სპირიდონმა,  ქალაქის ახლადარჩეულმა მერმა, იოსებ ხახალეიშვილმა, ა. წერეთლის უნივერსიტეტის რექტორმა, როლანდ კოპალიანმა, პროფესორმა ავთანდილ ნიკოლაიშვილმა, გელათის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის  რექტორმა, დეკანოზმა ირაკლი ახალაძემ გელათის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის პრორექტორმა მღვდელმა მიქაელ კვანტალიანმა და სხვა საპატიო სტუმრებმა.

 

 

შეხვედრა დაასრულა ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა იოანემ, რომელმაც მადლობა გადაუხადა დამსწრე საზოგადოებას.

ღონისძიების ბოლოს მიტროპოლიტმა იოანემ (გამრეკელი) და გელათის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორმა, ირაკლი ახალაძემ, გელათის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის ეზოში ერთობლივად  დარგეს ცაცხვის ნერგი.