ღირსი მარიამ მეგვიპტელის გარდაცვალებიდან 1500 წელთან დაკავშირებული კონფერენცია

Posted On 04 Apr 2022
By :
Comment: Off

2022 წლის 5 აპრილს, სამშაბათს, 14 00 საათზე, გელათის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის სააქტო დარბაზში

ღირსი მარიამ მეგვიპტელის გარდაცვალებიდან 1500 წელთან დაკავშირებით გაიმართება

სამეცნიერო კონფერენცია

საკონფერენციო თემები და მომხსენებლები:

  • რატომ დააწესა დედაეკლესიამ ღირსი მარიამ  მეგვიპტელის ხსენება დიდმარხვის მეხუთე კვირიაკეს (მომხს. ნი­კო­ლოზ გვი­ლა­ვა);
  • ღირსი მარიამ მეგვიპტელის ცხოვრების ქართული რედაქციების მიმოხილვა (მომხს. დიაკონი ზოსიმე ბუხაიძე);
  • ღირსი მარიამ მეგვიპტელის ღვაწლის ასკეტურ-ანთროპოლოგიური ანალიზი (მომხს. კახაბერ კილაძე);
  • ღირსი მარიამ მეგვიპტელის ღმრთისმსახურების ტიპიკონური ანალიზი (მომხს. ბერ-დიაკონი შიო (შველიძე));
  • ღირსი  მარიამ მეგვიპტელის ჰუმანური ტრანსფორმაციის ანალიზი მსოფლიო იკონოგრაფიული ნიმუშების მიხედვით (მომხს. თინათინ ბარაბაძე).

კონფერენციაზე დასწრება თავისუფალია. გელათის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის სააქტო დარბაზი მდებარეობს ქალაქ ქუთაისში, დვალიშვილის ქუჩა 17-ში, აკადემიის სასწავლო კორპუსის შენობაში.