ღირსი მარიამ მეგვიპტელის გარდაცვალებიდან 1500 წლისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია

Posted On 06 Apr 2022
By :
Comment: Off

5 აპრილს გელათის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში გაიმართა ღირსი მარიამ მეგვიპტელის გარდაცვალებიდან 1500 წლისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია. კონფერენციას, სხვა საპატიო სტუმრებთან ერთად, ესწრებოდა მაღალყოვლადუსამღვდელოესი,  ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი იოანე.

მისასალმებელი სიტყვა წარმოთქვა გელათის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორმა, დეკანოზმა ირაკლი ახალაძემ.

მომხსენებლები დამსწრე საზოგადოების  წინაშე  წარდგნენ  შემდეგი თემებით:

ნიკოლოზ გვილავა: რატომ დააწესა დედა ეკლესიამ მარიამ მეგვიპტელის ხსენება დიდმარხვის მეხუთე კვირიაკეს;

დიაკონი ზოსიმე ბუხაიძე: ღირსი მარიამ მეგვიპტელის ცხოვრების ქართული რედაქციების მიმოხილვა;

კახაბერ კილაძე: ღირსი მარიამ მეგვიპტელის ღვაწლის ასკეტურ-ანთროპოლოგიური ანალიზი;

ბერი-დიაკონი შიო (შველიძე):  ღირსი მარიამ მეგვიპტელის ღვთისმსახურების ტიპიკონური ანალიზი;

თინათინ ბარაბაძე: ღირსი მარიამ მეგვიპტელის ჰუმანური ტრანსფორმაციის ანალიზი მსოფლიო იკონოგრაფიული ნიმუშების მიხედვით.

კონფერენციის ბოლოს ღირსი მარიამ მეგვიპტელის ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა დავით დოლაბერიძემ, რომლის ინიციატივითაც ჩატარდა აღნიშნული ღონისძიება, მადლობა გადაუხადა გელათის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორსა და კონფერენციის მონაწილეებს იდეის ხორცშესხმაში მხარდაჭერისთვის.