წლის შემაჯამებელი სტუდენტური კონფერენცია ქრისტიანული ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტზე

Posted On 25 May 2022
By :
Comment: Off

გელათის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის ქრისტიანული ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტზე 24 მაისს ჩატარდა წლის შემაჯამებელი სტუდენტური კონფერენცია.

 

წლის შემაჯამებელი სტუდენტური კონფერენცია

 

ეს ფაკულტეტი ერთად ერთია იმერეთის რეგიონში, სადაც ახალგაზრდობას შესაძლებლობა აქვს გაიაროს პირველი საფეხურის (ბაკალავრიატი) პროფესიული მომზადება ხელოვნებათმცოდნის სპეციალობით სათანადო კვალიფიკაციის მინიჭებით. სწავლების კურსი მოიცავს ქართული, დასავლური და აღმოსავლური ქრისტიანული ხელოვნებისა და არქიტექტურის ისტორიას, ხელოვნების თეორიას და მხატვრული კრიტიკის საფუძვლებს. სწავლების პროცესში სათანადო ადგილი ეთმობა თეოლოგიურ ციკლს (ძველი აღთქმა, ახალი აღთქმა, საეკლესიო სამართალი),
რომელიც ავსებს და ამდიდრებს მომავალი სპეციალისტების პროფესიულ მომზადებას.
გეგმითი სემინარებისა და შუალედური გამოცდების გარდა, სემესტრების მანძილზე ეწყობა სტუდენტური კონფერენციები, წლის ბოლოს კი
_ დამასრულებელი კონფერენცია, რომელიც ტრადიციულად ტარდება მაისის ბოლოს, სასწავლო წლის დამასრულებელ
კვირაში
.
მორიგი
კონფერენცია გახსნა ფაკულტეტის კათედრის გამგემ ... ბანმა ლევან
ტყეშელაშვილმა
, რომელმაც მიულოცა სტუდენტებს წლის დასრულება და კონფერენციის
მონაწილეებს
უსურვა წარმატება. ახალი, ლამაზი, ფართე საკონფერენციო დარბაზი შეავსეს ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტის, აკადემიისა და სემინარიის, მაგისტრატურის სტუდენტებმა, ხელმძღვანელმა პედაგოგებმა და მოწვეულმა სტუმრებმა, რომელთა შორის ბრძანდებოდნენ მერიის კულტურის განყოფილების წამყვანი სპეციალისტები ნები მიმოზა ჟორჟოლიანი, ნინო ჭრელაშვილი, თინათინ ბობოხიძე, ნი გურამ გოცირიძე.

 


გამომსვლელებმა, პირველი, მეორე და მესამე კურსის სტუდენტებმა, აუდიტორიას
წარუდგინეს საფუძვლიანად მომზადებული თემები, რომლებიც ქართული და მსოფლიო
ხელოვნების ისტორიულ და თეორიულ საკითხებს მოიცავდნენ. I კურსის სტუდენტმა
ქეთევან ქობულაძემ განიხილა საინტერესო თეორიული საკითხი “რელიგიური ხელოვნება მხატვრული კულტურის სისტემაში“ (ხელმძღვანელი ზურაბ თოდუა), სადაც თავისი აზრები გამოთქვა, თუ როგორი შეიძლება იყოს დღეს რელიგიური ხელოვნება და თანამედროვე რიტუალურ სივრცეში მისი ჩართვის შესაძლებლობები; III კურსის სტუდენტმა სოფო ხონელიძემ განიხილა „ქართული ტრადიციული სამოსის ნიმუშები მატერიალურ ძეგლებსა და მინიატურებში“ (ხელმძღვანელი თინათინ ბარაბაძე) და არგუმენტირებულად დაასაბუთა თავისი აზრები სახასიათო არტეფაქტების ეკრანზე წარმოდგენით; II კურსელმა მირიან ცინცაძემ თავის საინტერესო გამოსვლაში განიხილა ქართულ საეკლესიო კულტურაში დამკვიდრებული „გარდამოხსნის“ (ქსოვილი, მაცხოვრის ცხედრის გამოსახულებით, რომელიც გამოიყენება დიდი პარასკევის მსახურების აღსრულების დროს) შექმნის და, კერძოდ, მეფე გიორგი მერვის გარდამოხსნის შესახებ (ხელმძღვანელი ... მანანა ჩიტეიშვილი). მან ასევე წარუდგინა მსმენელებს თავისი ხელით მოქსოვილი „გარდამოხსნის“ გამოსახულება, ანალოგიური მეფე გიორგი მერვეს ნიმუშისა; III კურსის სტუდენტმა სალომე გაბუნიამ თავის თემაში „სამეფო შესამოსელისა და ქსოვილის ზოგადი მახასიათებლები ქართულ მონუმენტურ ფერწერაში“ (ხელმძღვანელი თინათინ ბარაბაძე) საინტერესოდ და დაწვრილებით საილუსტრაციო მასალებზე დაყრდნობით განიხილა სამეფო ტანსაცმლის ქსოვილი და შესამკობელი დეტალების თავისებურებები; კონფერენციის ბოლო გამომსვლელმა I კურსის სტუდენტმა მარიამ ნიკურაძემ დამსწრე საზოგადოებას შესთავაზა ძალიან საინტერესო მაგალითებით
დასაბუთებული გამოსვლა „ რწმენისათვის მსხვერპლური სიკვდილის თემა რელიგიურ ფერწერაში, „ აბრაამის მსხვერპლშეწირვის“ მაგალითზე“ ((ხელმძღვანელი ზურაბ თოდუა), რომელშიც განიხილა ამ გავრცელებული ბიბლიური იგავის სახვით ხელოვნებაში ილუსტრირების გამოცდილება სხვადასხვა დროისა და ხალხების ხელოვნებაში (III-XIX სს.) და ღვთიური ნებისა და მორალური ნორმების შეტაკების საფუძველზე წარმოაჩინა მისი თეოლოგიურფსიქოლოგიურფილოსოფიური საფუძვლები . ყველა გამოსვლა დიდი ინტერესით იყო მოსმენილი და პოზიტიურად შეფასებული დამსწრეთა მიერ. კონფერენციასთან ერთად, საკონფერენციო დარბაზში, გაიხსნა აკადემიისა და საღვთისმეტყველო ინსტიტუტის სტუდენტთა ნამუშევრების ტრადიციული გამოფენა, რომელზეც წარმოდგენილი იყო ფერწერული, გრაფიკული, გამოყენებითდეკორატიული ხელოვნების ნაწარმოებები, ნაქსოვები, ფოტოები, ხატები და სხვ. ასეთი გამოფენების
მოწყობას საფუძველი ჩაეყარა 2016 წელს და ისინი ყოველთვის იხსნება წლის ბოლო
კონფერენციის დღეს. შარშან პანდემიის პირობებმა წყვეტა გამოიწვია ამ უკვე
დამკვიდრებულ ტრადიციაში, მაგრამ, წელს კვლავ აღვადგინეთ იგი. მიმდინარე გამოფენა
საკმაოდ მრავალფეროვანი გამოვიდა. მიუხედავად იმისა, რომ ჭარბობდა გრაფიკული
ნამუშევრები, გამოფენას არ აკლდა ფერადოვნება, ჟღერადობა. მართალია, თვითნასწავლ
მხატვართა სურათებსა და ნახატებში არ არის ტექნიკური ოსტატობის სრულყოფილება,
მაგრამ,
ყოველი ნიმუში შესრულებულია დიდი სიყვარულით, რუდუნებით, ყოველ
მათგანში
იგრძნობა მისი შემქმნელის სულის ნაპერწკალი, სილამაზის დანახვისა და
თავისებური
გადმოცემის სურვილი. ამაზე ისაუბრეს ინსტიტუტის ლექტორებმა _
ხელოვნებათმცოდნემ
ზურაბ თოდუამ, ისტორიის კათედრის გამგემ მა ლევან
ტყეშელაშვილმა
და სხვ. განსაკუთრებით ემოციური შეფასება გამოფენას მისცა ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის გამგემ მა ჯონი ქართველიშვილმა. დიდი მოწონება დაიმსახურა მაგისტრატურის II კურსის სტუდენტის კუპატაძე ბიჭიკოს, ხელოვნებათმცოდნეობის IV კურსის სტუდენტის დავით ჭიტაძის, II კურსელის მირიან ცინცაძის, III კურსის სტუდენტის ბესო მუმლაძის გრაფიკულმა კომპოზიციებმა, პირველკურსელების მარი რუხაძისა და მარი ნიკურაძის ნამუშევრებმა, ქეთევან ქობულაძის გამოყენებითდეკორატიული ხელოვნების ნიმუშებმა. გამოფენაში მონაწილეობას ღებულობდა ინსტიტუტის ლექტორი დიაკონი ზოსიმე (ბუხაიძე), რომლის ხელსამკაულებმა მოწონება დაიმსახურეს და სხვ. განსაკუთრებული ღვაწლი გამოფენის
მოწყობაში
თანაბრად გაიზიარეს ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტის მდივანმა მა ნანა ქარსელაძემ და ლექტორმა თინათინ ბარაბაძემ, რომლებმაც ყველაფერი გააკეთეს გამოფენის მოწყობასა და მისი ექსპონირებისათვის.
მოწვეულმა სტუმრებმა მაღალი შეფასება მისცეს ჩატარებულ კონფერენციას და
სტუდენტთა ნამუშევრების გამოფენას, წარმატება უსურვეს მომავალ ამგვარ ღონისძიებებს.
დღის ბოლოს მოეწყო ინსტიტუტის წლევანდელი კურსდამთავრებულების საზეიმო
გაცილება. იყო აზრთა გაცვლები, მხიარული მოგონებები, სამომავლო სურვილები, გზის
დალოცვის რიტუალი

 

 

 

წლის შემაჯამებელი სტუდენტური კონფერენცია