სამაგისტრო ნაშრომების დაცვა

Posted On 01 Jul 2022
By :
Comment: Off

 

28 ივნისს, გელათის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში გაიმართა სამაგისტრო ნაშრომების დაცვა.

დაცვას დაესწრო გელათის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, საქართველოს საპატრიარქოს განათლების ცენტრის თავმჯდომარე, ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი იოანე.

კომისიის სხდომა წარიმართა გელათის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორის, დეკანოზ ირაკლი ახალაძის ხელმძღვანელობით.

ოპონენტებსა და მაგისტრანტებს შორის საინტერესო დისკუსია გაიმართა. კომისიამ ნაშრომები დადებითად შეაფასა და მისცა რეკომენდაცია მაგისტრანტებისთვის თეოლოგიის მაგისტრის აკადემიური ხარისხის მინიჭების თაობაზე.

 

დაცვაზე ნაშრომები წარმოადგინეს შემდეგმა მაგისტრანტებმა:

სტუდენტის გვარი სახელი: კანდელაკი ირაკლი

ხელმღვანელი:  ნიკოლოზ გვილავა

ოპონენტი: ფ.მ.დ მირიან ებანოიძე, დავით ხანთაძე

სამაგისტრო ნაშრომის სათაური: ნეტარი ავგუსტინეს ანთროპოლოგიური, ტრიადოლოგიური და ქრისტოლოგიური ასპექტები ყოვლადწმინდა სამების მენტალური ანალოგიის მიხედვით

 

სტუდენტის გვარი სახელი: გელხვიიძე კახაბერი

ხელმღვანელი:  ი.ა.დ. ლევან ტყეშელაშვილი

ოპონენტი: ი.ა.დ. მალხაზ მურუსიძე

სამაგისტრო ნაშრომის სათაური: იმერეთის მეფე ბაგრატ III (ეკლესია-მონასტრების შემწე და სიწმინდეთა დამცველი)

 

სტუდენტის გვარი სახელი: ჭიჭინაძე შიო

ხელმღვანელი:  ი.ა.დ. ლევან ტყეშელაშვილი

ოპონენტი: ი.ა.დ. ირაკლი ლორთქიფანიძე

სამაგისტრო ნაშრომის სათაური: აფხაზეთის (დასავლეთ საქართველოს) უკანასკნელი კათალიკოსი მაქსიმე (აბაშიძე) (1776-1795 წწ.)