სამაგისტრო ნაშრომების დაცვა

Posted On 26 Jun 2023
By :
Comment: Off

 

26 ივნისს გელათის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში გაიმართა მაგისტრანტთა სამაგისტრო ნაშრომების დაცვა, რომელსაც ესწრებოდა გელათის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, საქართველოს საპატრიარქოს განათლების ცენტრის თავმჯდომარე, ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი იოანე (გამრეკელი).

 

მაგისტრანტებმა წარმოადგინეს შემდეგი თემები:

ღირსი იოანე სინელის აკოლოთია და მისი ტიპიკონური მიმოხილვა“ – მღვდელი შალვა ჯვებენავა

ხელმღვანელი:  მღვდელი მიქაელ კვანტალიანი

ოპონენტი: გივი ლომიძე

 

 

სასულიერო პირთა – მამა-შვილ ვასილ და ნიკოლოზ ხეცურიანების ცხოვრება და მოღვაწეობა“ – მღვდელი არსენი (გურამ) ხეცურიანი

ხელმღვანელი:  ი.ა.დ. ლევან ტყეშელაშვილი

ოპონენტი: ი.ა.დ. ირაკლი ლორთქიფანიძე

 

 

მოციქულთა კრება იერუსალიმში (ისტორიულ-ეგზეგეტიკური ანალიზი)“ – ზურაბ შარაშენიძე

ხელმღვანელი:  ნიკოლოზ გვილავა

ოპონენტი: ი.ა.დ. ლევან ტყეშელაშვილი

 

 

დაცვამ საინტერესოდ ჩაიარა, ნაშრომებმა მაღალი შეფასება დაიმსახურა. კომისიამ გასცა რეკომენდაცია მაგისტრანტებისთვის თეოლოგიის მაგისტრის აკადემიური ხარისხის მინიჭების თაობაზე.