აბიტურინტთა საბუთების მიღება განახლდა

Posted On 18 Aug 2023
By :
Comment: Off

21 აგვისტოდან გელათის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში განახლდება საბუთების მიღება, რომელიც გაგრძელდება 29 აგვისტოს  ჩათვლით.

აბიტურიენტმა მიმღებ კომისიას უნდა წარმოუდგინოს შემდეგი დოკუნეტები:
  • თხოვნა რექტორის სახელზე (ივსება ადგილზე);
  • სულიერი მოძღვრის რეკომენდაცია;
  • სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ქსეროასლი (დამოწმებული ნოტარიულად);
  • სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი ცნობა (ასლი დამოწმებული ნოტარიულად)
  • პირადობის მოწმობის ქსეროასლი;
  • 4 ც. ფოტოსურათი ზომით 3X4 (ასევე CD-ზე ციფრულად);
  • ავტობიოგრაფია ( ასევე ციფრული ვერსია).

საბუთების მიღება იწარმოებს შემდეგ ფაკულტეტებზე:

  • გელათის სასულიერო აკადემია, თეოლოგიის სამაგისტრო პროგრამა;
  • გელათის სასულიერო სემინარია, თეოლოგიის საბაკალავრო პროგრამა;
  • ხელოვნების ისტორიისა და თეორიის ფაკულტეტზე, ხელოვნების ისტორიისა და თეორიის (ხელოვნებათმცოდნე) საბაკალავრო პროგრამა.

 

მსურველებმა მიმართეთ შესაბამის დეკანატებს მისამართიზე ქ. ქუთაისი, დვალიშვილის 17

About the Author