ქუთათელ-გაენათელ მიტროპოლიტ იოანეს შეხვედრა სტუდენტებთან

Posted On 01 Mar 2024
By :
Comment: Off

 

2024 წლის 28 თებერვალს მისი მაღალყოვლადუსამღვდელოესობა ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი იოანე (გამრეკელი) შეხვდა გელათის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებს.

მეუფემ იოანემ ისაუბრა თანამედროვე სამყაროში ქრისტიანისთვის მნიშვნელოვან პრობლემურ თემებზე, დამსწრე საზოგადოებას გააცნო მართმადიდებელი ეკლესიის პოზიცია აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით.

გელათის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის  პროფესორ-მასწავლებლები  და სტუდენტები მადლიერებას გამოხატავენ ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტის, მეუფე იოანეს, მიმართ, რომ გამონახა დრო სტუმრობისა და  საინტერესო  საუბრებისთვის.

 

 

 

 

 

About the Author