ღია კარის დღე

Posted On 04 Mar 2024
By :
Comment: Off

 

2024 წლის 29 თებერვალს გელათის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში ღია კარის დღე ჩატარდა.

ქუთაისის №1, 31, 33 საჯარო სკოლებისა და იაკობ გოგებაშვილის სახელობის სასწავლებლის აბიტურიენტებმა, მათმა მშობლებმა და დამრიგებლებმა დაათვალიერეს აკადემიის სასწავლო კორპუსი (აუდიტორიები, სატრაპეზო). გადაიღეს სამახსოვრო ფოტოები.

საკონფერენციო დარბაზში გელათის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის წარსულსა და თანამედროვეობაზე ისაუბრეს ისტორიის დოქტორებმა: ლევან ტყეშელაშვილმა და ირაკლი ლორთქიფანიძემ.

რატომ უნდა აირჩიონ და ჩააბარონ საბაკლავრო პროგრამაზე სემინარიასა და ქრისტიანული ხელოვნების ფაკულტეტზე?

აბიტურიენტებს ესაუბრნენ: აკადემიის დეკანი დეკანოზი პეტრე გაბუნია, ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტის დეკანი პედაგოგიკის დოქტორი ლალი აბდალაძე, სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი აკაკი გოლეთიანი, ხელოვნებათმცოდნე ზურაბ თოდუა და ფილოგოგი ქეთევან ბოჭორიშვილი.

აბიტურიენტებმა და მშობლებმა მადლობა გადაიხადეს საინტესესო საინფორმაციო შეხვედრისათვის.

ღია კარის დღეები დაინტერესებული აბიტურიენტებისათვის მომავალშიც ჩატარდება.